ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი აჭარის ხელმძღვანელობას ამომრჩეველთა სიების გაზრდაში ადანაშაულებს

(თბილისი, 17 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ბერძენიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამომრჩეველთა სიების ხელოვნურ გაზრდასა და ამ მეთოდით საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

“აჭარის ხელმძღვანელობა არარსებული ამომრჩევლების ხარჯზე აპირებს არჩევნების გაყალბებას. სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 2-ჯერ მეტია არსებულთან შედარებით, რაც საუკეთესო საშუალებაა არჩევნების შედეგების შესაცვლელად”, – განაცხადა დღეს ბათუმში დავით ბერძენიშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ-ჯერობით აჭარიდან ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა და სიები არ გადასცემია. ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 280 ათას აღწევს, სიები კი 50%-ით არის გაზრდილი.

მსგავსი/Related

Back to top button