ახალი ამბები

ცსკო საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას იწყებს

(თბილისი, 17 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საჭირო ბიულეტენების დაბეჭდვა დღეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ბეჭდვის პროცესს ცსკო-ს წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რათა თავიდან აიცილონ არჩევნების გაყალბების რაიმე მცდელობა.

არსებობდა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზნით დამატებითი ბიულეტენების დაბეჭდვას გეგმავდა.

მსგავსი/Related

Back to top button