ახალი ამბები

პარლამენტმა “ბეიკერის გეგმას” მხარი დაუჭირა

(თბილისი, 24 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – მცხუნვარე დისკუსიების შემდეგ, რომლებიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, პარლამენტის საგანგებო სხდომამ 24 ივლისს ღამის პირველი საათისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი დაამტკიცა, რომელიც აშშ-ის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო რეკომენდაციებს ემყარება.

ამერიკული ადმინისტრაციის რეკომენდაციების თანახმად, ცსკო-ში სახელისუფლებო პარტიების ხუთი და ოპოზიციური პარტიების ცხრა წარმომადგენელი უნდა შევიდეს. კომისიის თავჯდომარეს ეუთო დანიშნავს. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ერთი წარმომადგენელი ეყოლება კომისიაში.

“აღორძინებისა” და “მრეწველთა” ფრაქციებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი შემოთავაზებული წინადადების წინააღმდეგ წავიდნენ, რადგან, შესაბამისად, ოთხ და ორ ადგილს მოითხოვდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. “აღორძინება” არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრებოდა, თუ მათი მოთხოვნა არ იქნებოდა გათვალისწინებული.

კენჭისყრის დროს სახელისუფლებო ფრაქციებს შორის გარკვეულ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. მათი ზოგიერთი წარმომადგენელი შემოთავაზებული წინადადების წინააღმდეგი იყო, თუმცა პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ, მათ მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას.

Back to top button