ახალი ამბები

ბურჯანაძე სამთავრობო ფრაქციებს აკრიტიკებს და მხარს უჭერს ოპოზიციას

(თბილისი, 4 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 3 ივნისს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას გამაცხადა, რომ პარლამენტმა ყურად არ იღო ხალხის მოთხოვნები. მისი თქმით, სამთავრობო ფრაქციებმა, მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, გაუგონარი სიჯიუტე გამოიჩინეს საარჩევნო ადმინისტრირების საკითხზე კონსენსუსის ბლოკირებით.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას არ შეუძლია თავისი თავი გააიგივოს იმ სამთავრობო ძალებთან, რომლებმაც სრული გულგრილობა გამოიჩინეს მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ. პარლამენტის თავჯდომარის თქმით, იგი “იმედგაცრუებულია” იმ ფაქტით, რომ “სამთავრობო ალიანსის უმეტესი პარტიების პოლიტიკური რეიტინგი ნულსაც ვერ აღწევს”.

ბურჯანაძის თქმით, ბოლო მომენტამდე იგი ცდილობდა, რომ პარტიებს კონსენსუსისთვის მიეღწიათ. ოპოზიციური პარტიების მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ პირველად დაფიქსირებისას ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ისევ პარლამენტის შიგნით გადაინაცვლებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button