ახალი ამბები

ცსკო-მ ბიულეტენების გადათვლის შედეგები გამოაქვეყნა

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 1 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ივნისს თბილისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების დროს ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების გადათვლის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ვარაუდობდნენ, გადათვლის შედეგები ძალიან არ განსხვავდება თავდაპირველად გამოცხადებული არჩევნების შედეგებისგან.

თბილისის საკრებულოში გასული 7 პარტიის სიაში ლიდერთა ადგილები უკავიათ ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოს ლეიბორისტულ (მუშათა) პარტიას.

ხმების გადათვლის შედეგების გამოქვეყნების მიუხედავად თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის მუშაობის დაწყება შეიძლება კვლავ გადაიდოს, რადგან სახალხო პარტია და სოციალისტური პარტია აპირებენ სასამართლოს მიმართონ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით არჩევნების პროცესში დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო.

მსგავსი/Related

Back to top button