ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში

(თბილისი, 17 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 16 ივნისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ: საარჩევნო ბლოკი “აღორძინება-21-ე საუკუნე”, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მრეწველები და დამოუკიდებელი კანდიდატები.

ბათუმის მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატები სამივე პარტიას ჰყავდა წარდგენილი. “აღორძინება-21-ე საუკუნის” კანდიდატი იყო ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის ვაჟი – გიორგი აბაშიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 70%-მა მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციას “სამართლიანი არჩევნები” ადგილობრივმა ხელისუფლებამ მონიტორინგის განხორციელების უფლება არ მისცა.

საქართველოს სხვა რეგიონებში ადგილობრივი არჩევნები 2 ივნისს გაიმართა.

Back to top button