ახალი ამბები

უშიშროების ყოფილი შეფი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

(თბილისი, 16 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა უშიშროების ყოფილი შეფის იგორ გიორგაძის მომხრეებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში იგორ გიორგაძის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

გასულ კვირას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო ბლოკი “სამშობლოს” მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატთა სია, თუმცა ამ სიიდან ამოიღო იგორ გიორგაძე, რომელსაც სიაში პირველი ადგილი ეკავა.

გასულ თვეს ცსკო-მ მოხსნა გიორგაძის კანდიდატურა, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატად აპირებდა კენჭისყრას, იმ მოტივით, რომ მას ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია, როგორც ამას კანონი მოითხოვდა.

1995 წელს საქართველოდან გაქცევის შემდეგ იგორ გიორგაძე, სავარაუდოდ, რუსეთს აფარებდა თავს, მას შემდეგ რაც მას შევარდნაძეზე თავდასხმაში დასდეს ბრალი.

მსგავსი/Related

Back to top button