ახალი ამბები

ოპოზიცია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება

(თბილისი, 16 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალურმა მოძრაობამ 15 ოქტომბერს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მასობრივ საპროტესტო აქციებს მოაწყობს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას შეეცდება.

“თუ დავინახავთ, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენ მივატოვებთ ბრძოლას დეპუტატის მანდატებისთვის და მასობრივ საპროტესტო აქციას დავიწყებთ”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაია ნადირაძემ 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი/Related

Back to top button