ახალი ამბები

არასამთავრობოების ახალი ინიციატივა

(თბილისი, 15 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს”, “თავისუფლების ინსტიტუტის”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და სხვების წარმომადგენლებმა დღეს საზოგადოებას მათ მიერ შემუშავებული, 10 პუნქტისგან შემდგარი პროექტი წარუდგინეს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავისუფლებისაკენ და დემოკრატიისკენ სწრაფვას. ამ პროექტის მეშვეობით ისინი  პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის დაწყებას აპირებენ.

“ეს პროექტი შემუშავდა დემოკრატიული პრინციპების გათავლისწინებით და დაცვით, რათა ხელისუფლება არ წავიდეს მცდარი გზით. ჩვენ თანამშრომლობას ვთავაზობთ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც გაიზიარებს ამ პრინციპებს და ქართული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ღირსებისა და თავისუფლების დასაცავდ 2 ნოემბერს არჩეულ პარლამენტში იბრძოლებს” – განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე “სოროსის” ფონდის წარმომადგენელმა კახა ლომაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო თანამდებობის პირთა დაუსაბუთებული ქონების ჩამორთმევის კანონის მიღებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას. თითოეული პუნქტი შესაბამისობაში მოდის კანონებთან, რომლის მიღებასაც არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებში გამარჯვებული ცალკეული პარტიებისგან მოითხოვენ.

მსგავსი/Related

Back to top button