ახალი ამბები

ძებნილი ბასილ მკალავიშვილი გლდანის ეკლესიაში გამოჩნდა

(თბილისი, 14 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, საპატრიარქოსგან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილი დღეს გლდანის ეკლესიაში სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლთან, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ გურამ შარაძესთან ერთად მივიდა. 

“პოლიციას არ აქვს უფლება ეკლესიის ტერიტორიაზე შემოვიდეს და დამაპატიმროს. მე მათ მივმართავ, რომ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, რომ დამაპატიმრონ. დასაპატიმრებელი ბევრია ქვეყანაში და მათ მიხედონ”, – განაცხადა ბასილ მკალავიშვილმა.

ბასილ მკალავიშვილს ბრალი ედება რელიგიურ უმცირესობათა, კერძოდ იეღოვას მოწმეებზე თავდასხმების ორგანიზებაში და მათი ლიტერატურის დაწვაში.

მსგავსი/Related

Back to top button