ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს

(თბილისი, 13 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეეცდებიან. 

ჯორბენაძემ ამ ძალებს “სერიოზული გაფრთხილება” მისცა და დაამატა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა სიტუაციის დესტაბილიზაციას ქვეყანაში.

სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მალე საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა დაიწყებოდა. მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი პოლიტიკური ძალები მიიღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, ამავე დროს ოპოზიციური პარტიები მოძრაობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

მსგავსი/Related

Back to top button