ახალი ამბები

ოპოზიცია აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

(თბილისი, 13 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალურმა მოძრაობამ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ჰაჯან ჰაჯიევი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ აგიტაციაში დაადანაშაულა.

“ახლახანს ჰაჯან ჰაჯიევი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებს ესტუმრა და მოუწოდა მათ სახელისუფლებო ბლოკისთვის მიეცათ ხმა. მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი და წევრი ეთნიკური სომეხია”, – განაცხადა 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ქამალ მურადხანოვმა, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელია.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოს არჩევნებში, და აქედან გამომდინარე ქვეყნის საშინაო საქმეებშიც ერევა.

მსგავსი/Related

Back to top button