ახალი ამბები

ცსკო საარჩევნო უბნებს საზღვარგარეთ ხსნის

(თბილისი, 13 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დადგენილების თანახმად, საზღვარგარეთის ქვეყნებში 62 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

საარჩევნო უბნები იმ 35 ქვეყანაში გაიხსნება, სადაც საქართველოს 50 მოქალაქე მაინც ცხოვრობს.

თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების საშუალებით ხელისუფლებს სურს მასიურად გააყალბოს არჩევნები.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ბევრ ისეთ ქვეყანაში გაიხსნა, სადაც მხოლოდ რამდენიმე ქართველი მოქალაქე ცხოვრობს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button