ახალი ამბები

პრეზიდენტი ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას ოპოზიციასთან ერთად მოითხოვს

(თბილისი, 13 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამომარჩეველთა სიებში უზუსტობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებელია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.

“რამდენიმე მილიონიან სიებში გამორიცხული არ არის უზუსტობები, ამ და არჩევნებთან დაკავშირებით სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ვთავაზობ ოპოზიციას შეხვედრას”, – განაცხადა დღეს ედუარდ შევარდნაძემ რადიოინტერვიუში.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ამომარჩეველთა სიები 600 ათასი კაცით არის გაზრდილი, რაც არჩევნების გაყალბების საშუალებას იძლევა. ამჟამად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს სიების გადამოწმება, რისი ვადაც 24 ოქტომბერს იწურება.  

მსგავსი/Related

Back to top button