
ახალი ამბები
სახელისფულებო ბლოკი საარჩევნო პროგრამას წარმოადგენს
(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” დღეს თავის საარჩევნო პროგრამას წარმოადგენს. პრეზენტაციას დაესწრებიან ბლოკის ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც.
“ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობას. ახლა უნდა გადავიდეთ განვითარებისკენ. ეს ჩვენი პროგრამის მთავარი პრინციპია”, – განაცხადა ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ვაჟა ლორთქიფანიძემ.
პარალელურად სახელმწიფო კანცელარიის წინ ახალგაზრდული მოძრაობა “კმარა” საპროტესტო აქციას ატარებს სახელისუფლებო ბლოკის წინააღმდეგ.