ახალი ამბები

ცსკო და პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველთა სიებს განიხილავენ

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) წევრები ამომრჩეველთა სიებში უზუსტობებს განიხილავენ.

ოპოზიციური პარტიების წევრთა განცხადებით, ამომრჩეველთა დაახლოებით 30% არ არის შეტანილი სიებში. სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა ოპოზიციის ბრალდებას “გაზვიადებული” უწოდეს.

9 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების, მათ შორის სახელისუფლებო ბლოკის  წარმომადგენლები, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

მსგავსი/Related

Back to top button