ახალი ამბები

ბურჯანაძე მის მიმართ წამოყენებული ბრალდებების საჯაროდ გამოქვეყნებას მოითხოვს

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ, ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სახელისუფლებო ბლოკი მის წინააღმდეგ “შავ პიარის” წარმართვაში დაადანაშაულა.

ბურჯანაძემ 9 ოქტომბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არც თვითონ და არც მისი ბლოკის სხვა წევრები არ აყვებიან პროვოკაციას.

სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჩანტურიამ 8 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

“ხელისუფლების მთავარი ამოცანაა საზოგადოების ყურადღება არჩევნებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს. მე მოვითხოვ, უშიშროების მინისტრმა გამოაქვეყნოს ყველა ის მასალა, რაც სარიშვილმა მას გადასცა. 3 დღის ვადას ვაძლევ მას, რომ წარმოადგინოს დასკვნა, არის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დავაყენებ უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხს”, – განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ ბრიფინგზე.

სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა დღეს თავის ხელთარსებული მასალები უშიშროების მინისტრს პირადად გადასცა.

მსგავსი/Related

Back to top button