ახალი ამბები

“სამართლიანი არჩევნები” შეშფოთებულია ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების გამო

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების გამო.

“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მთავრობასა და საზოგადოებას,Mითანამშრომლონ ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაში, რათა თავიდან ავიცილოთ არჩევნების გაყალბება”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამომრჩეველთა სიებში ბევრი გარდაცვლილის გვარებია, მაშინ როცა ბევრი ამომრჩეველი საერთოდ არ არის სიაში. ამგვარად, მათ არ ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში.

Back to top button