ახალი ამბები

ბურჯანაძე ოპოზიციას არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ, ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

“მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას ჩვენი მოქმედებების კოორდინაციისკენ, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები არჩევნების დროს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 8 ოქტომბერს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, საარჩევნო სიებში, დაახლოებით, 600 000 ზედმეტი პირის მონაცემებია შეტანილი, მათ შორის უმეტესობა გარდაცვლილია.

Back to top button