ახალი ამბები

სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად რეფერენდუმის ჩატარება მინისტრთა კაბინეტის შექმნის თაობაზე

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 7 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა “ტრადიციონალისტების” სარჩელი, რომლითაც პარტიის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდნენ.

ცსკო-მ მინისტრთა კაბინეტის შექმნის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებაზე “ტრადიციონალისტებს” უარი განუცხადა.

“ტრადიციონალისტებმა”, რომლებიც ახლახანს “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკს შეუერთდნენ, დააყენეს საკითხი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რომლის მთავარი შეკითხვა იქნებოდა: “გსურთ თუ არა მინისტრთა კაბინეტის შემოღება იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი არ გახდება ყოფილი პრეზიდენტი”.

ცსკო-მ და სასამართლომ დაადგინეს, რომ საკითხის ამგვარი ფორმულირება ადამიანის უფლებებს არღვევს, რადგან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ყოფილ პრეზიდენტსაც კი, აქვს უფლება გახდეს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი/Related

Back to top button