
ახალი ამბები
ცსკო ამომრჩეველთა სიებს გადაამოწმებს
(თბილისი, 7 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური პარტიების პროტესტის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) დღეს მიიღო გადაწყვეტილება გადაისინჯოს ამომრჩეველთა სიები.
ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში დამატებით 600 000 პირია შეყვანილი, მათ შორის მრავალი ე.წ. “მკვდარი სული”, რასაც ხელისუფლება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
ცსკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, მრავალ დამკვირვებელს ეჭვი ეპარება ამ პროცესის ეფექტურობაში, რადგან არჩევნებამდე სულ სამიოდე კვირაა დარჩენილი.