
ახალი ამბები
ევროსაბჭოს დელეგაცია თბილისში ჩამოდის
(თბილისი, 7 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დღეს თბილისში ჩამოდის. დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების შეფასება საქართველოში.
დელეგაციის წევრები შეხვდებიან შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჩიძეს, და სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
თბილისში 3 ივნისის ვიზიტის დროს ევროსაბჭოს დელეგაციამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხი განიხილა, მათ შორის, საარჩევნო კოდექსის განხილვა, ამომრჩეველთა სიების განახლება, პოლიტიკური კლიმატი არჩევნების წინ და მედიის თავისუფლება.