ახალი ამბები

შევარდნაძე უარყოფს ბურჯანაძის წინადადებას უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის თაობაზე

(თბილისი, 7 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ მომავალი არჩევნების განხილვის მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების საჭიროება არ არსებობს.   

პარლამენტის თავჯდომარემ და “ბურჯანაძე-დემოკრატების” ოპოზიციური ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დააყენა საკითხი დახურულ კარს მიღმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების თაობაზე, სადაც შესაძლებელი გახდებოდა “ტელეკამერების გარეშე სამუშაო ატმოსფეროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხის განხილვა”.

ბურჯანაძემ შეშფოთება გამოხატა რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის მიერ ამომრჩეველთა დაშინებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 6 ოქტომბრის რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს მთავრობის გაფართოებული სხდომა ჩატარდება, სადაც მან პარლამენტის თავჯდომარეც მიიწვია.  

მსგავსი/Related

Back to top button