ახალი ამბები

“ენ-დი-აი”-ს დელეგაცია “სამართლიანი არცევნების” წარმომადგენლებს შეხვდა

(თბილისი, 6 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში მყოფი აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია დღეს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საუბარი საქართველოში წინასაარჩევნო სამზადისს შეეხო.

“სემ გეჯდენსონის, პეტ მერლოუს, სტროუბ ტელბოტის, ჯონ შალიკაშვილისა და ბრუკ შირერის სტუმრობა საქართველოში კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკა 2 ნოემბრის არჩევნებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარდეს”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია თბილისში 4 ოქტომბერს ჩამოვიდა.

მსგავსი/Related

Back to top button