ახალი ამბები

ამერიკელი სენატორი მაკკეინი “ბურჯანაძე – დემოკრატების” ლიდერებს შეხვდა

(თბილისი, 6 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში მყოფი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დღეს ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერებს შეხვდა, სადაც საუბარი წინსაარჩევნო სამზადიდს შეეხო.

“ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სინანულს გამოთქვამენ, რომ წინასაარჩევნო სამზადისი ნორმალურად არ მიმდინარეობს და უკვე შეიმჩნევა დარღვევები ამომრჩველთა სიების შედგენაში. პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, სიები 600 ათასი ამომარჩეველით არის გაზრდილი, რაც არჩევნების გაყალბების საშუალებას იძლევა”, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჯონ მაკკეინმა.

მისი თქმით, იგი ამ საკითხს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროსაც შეეხება.

“საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რა მნიშვნელობა აქვს ასეთი მაღალი რანგის ფიგურის საქართველოში ჩამოსვლას. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამერიკა განსაკუთრებული ინტერესს იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ეს არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს”, – განაცხადეს შეხვედრის შემდეგ ბლოკის ლიდერებმა ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ.

სენატორი მაკკეინი დღეს ასევე შეხვდა პარტიების “ახალი მემარჯვენეები” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენლებს.

მსგავსი/Related

Back to top button