ახალი ამბები

ამერიკელი სენატორი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება

(თბილისი, 6 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც თბილისში 5 ოქტომბერს ჩამოვიდა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.

დღეს დილით იგი უკვე შეხვდა მრეწველთა პარტიას, მოგვიანებით კი ოპოზიციური ბლოკის “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერებს შეხვდება.

ამერიკელი სენატორი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციაზე დაკვირვების მიზნით იმყოფება. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი – აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე; სტრობ ტალბოტი – ბრუკინგის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე; სემ გეჯდენსონი – წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; ბრუკ შირერი – ქალთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი, აშშ შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მრჩეველი და პატრიკ მარლოუ – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საარჩევნო პროგრამების დირექტორი.

მსგავსი/Related

Back to top button