ახალი ამბები

აღორძინების ოფისი ააფეთქეს

(თბილისი, 6 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აღორძინების ოპოზიციური პარტიის ჩხოროწყუს ოფისის აფეთქებას 3 ოქტომბერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აღორძინების შენობას ხელყუმბარა ესროლეს. პარტიის წარმომადგენელთა თქმით, ზაფხულის შემდეგ, ეს უკვე მესამე თავდასხმაა აღორძინებაზე. სექტემბერში აღორძინების თბილისის ოფისს ესროლეს ხელყუმბარა.

მსგავსი/Related

Back to top button