ახალი ამბები

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო დელეგაციას საქართველოში აგზავნის

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 4-8 ოქტომბერს საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციას გამოგზავნის საქართველოში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების შესაფასებლად.

დელეგაციაში შევლენ: გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი – აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გარეთიანებული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე; სტრობ ტელბოტი – ბრუკინგის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე; სემ გეჯდენსონი – წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; ბრუკ შირერი – ქალთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მრჩეველი და პატრიკ მარლოუ – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საარჩევნო პროგრამების დირექტორი.

ეს წინასაარჩევნო მისია მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული საარჩევნო პროცესებისადმი და საარჩევნო გარემოს შეფასებას.

“საქართველოს მომავალზე და მის ურთიერთობაზე დემოკრატიულ ერებთან გავლენას იქონიებს ის, თუ როგორ ჩატარდება მოახლოებული არჩევნები”, – განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, _ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოხარულია, რომ ასეთი გამორჩეული დელეგაცია ესტუმრება თბილისს ჩვენი მხარდაჭერის საჩვენებლად ისეთი საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ნდობას დაიმსახურებს.”

მსგავსი/Related

Back to top button