ახალი ამბები

ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ მისი ბლოკი პარლამენტში 75 ადგილს მოიპოვებს

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკო) დეპუტატობის კანდიდატთა 155-კაციანი სია წარადგინა.

“თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, იმედი მაქვს, რომ ჩვენი წარდგენილი სიიდან ნახევარი მაინც მოიპოვებს ადგილებს პარლამენტში”, – განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, “ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკი სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ბლოკებს პოპულარობაში უსწრებს.

მსგავსი/Related

Back to top button