ახალი ამბები

პარტიებმა დეპუტატობის კანდიდატთა სიები ცსკო-ს წარუდგინეს

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 21 პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებმაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკო) იმ კანდიდატთა სიები წარუდგინეს, რომლებიც კენჭს იყრიან პროპორციული სისტემით. 2 ოქტომბერი სიების წარდგენის ბოლო ვადა იყო.

სახელისუფლებო ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის” სიები ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე წარადგინა.

სახელისუფლებო ბლოკის სიის პირველ ათ წევრს შორის არიან: ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე, სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი ხაზარაძე.

“ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის სიას პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე უდგას სათავეში. მას მოყვებიან პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ზურაბ ჟვანია, ტრადიციონალისტების პარტიის თავჯდომარე აკაკი ასათიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ელდარ შენგელაია.

ნაციონალური მოძრაობის პარტიას სათავეში უდგას დეპუტატი კობა დავითაშვილი. თბილისის საკრებულოს თავჯდომარე მიხეილ სააკაშვილი არ შედის სიაში. იგი არ აპირებს კენჭისყრას და საკრებულოს თავჯდომარის პოსტზე რჩება.

აღორძინების კავშირს სათავეში უდგას აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე.

“ახალი მემარჯვენეების” სიაში პირველი ადგილი დავით გამყრელიძეს უკავია.

შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის სიის სათავეში დგას.

მსგავსი/Related

Back to top button