
თბილისი ბუნებრივ აირს “გაზპექსპორტისგან” იღებს
(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისი დღეიდან ბუნებრივ აირს რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია “გაზექსპორტისგან” მიიღებს დღე-ღამის განმავლობაში 400 ათასი კუბური მეტრის მოცულობით.
გაზის მოწოდების შესახებ მოლაპარაკებებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და “თბილგაზი” ერთობლივად ახორციელებდენენ. ჯერ-ჯერობით არ არის გაფორმებული იურიდიული დოკუმენტი, რომლის შექმნაზეც მუშაობა გრძელდება.
“გაზპრომთან მოლაპარაკებები, ძირითადად, თბილისის გაზმომარაგებაში შექმნილი პრობლემების გამო გახდა საჭირო. ბოლო პერიოდში ვერ ხერხდებოდა საჭირო რაოდენობის გაზის მიღება ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “თბილგაზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ელენე რობაქიძემ.
თბილისს ამ ხნის განმავლობაში ბუნებრივი აირით საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერა” ამარაგებდა.