
ახალი ამბები
საქართველოში სამხრეთ ოსეთის სტატუსს განიხილავენ
(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში 2 ოქტომბერს დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დროს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი განიხილება.
რუსეთის დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა ელჩი მიხეილ მაიოროვი უხელმძღვანელებს, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად დღეს ჩამოვა თბილისში.
ოსურ მხარეს სპეციალურ დავალებათა ელჩი ბორის ჩოჩიევი წარმოადგენს.
მოლაპარაკებები საქართველოში ეუთოს მისიისა და ევროკავშირის შუამავლობით გაიმართება.