
ხელისუფლება საარჩევნოდ უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების წინ სამართალდამცავი ორაგნოების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანას მოითხოვს არჩევნების სამართლიანად და უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით.
“ამაში ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანოებიც ეხმარებიან, დიდია დაინტერსება მათი მხრიოდან. უკვე რეგისტრირებულია 600 დამკვირვებელი”, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ.
მისი ინფორმაციით, 8 ოქტომბერს მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც დეტალური გეგმა შეუშავდება საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლას, შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პოლიცია უკვე გადასულია საგანგებო მუშაობის რეჟომზე. ხოლო არჩევნების პერიოდში კი, მისი თქმით, პოლიცია 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.