
ამერიკის საელჩო ბოლნისის ინციდენტს გმობს
(თბილისი, 30 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ და გმობს ბოლნისში 26 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს.
საელჩოს მიერ 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის რეკომენდაციებს არჩევნების თაობაზე, რომელთა თანახმადაც “ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავი უნდა შეიკავოს ძალადობისგან, მუქარისგან და დაშინებისგან საარჩევნო კამპანის დროს, არჩევნების დროსა და არჩევნების შემდეგაც”.
აშშ მიესალმება სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მიერ 26 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, “ნებისმიერი პიროვნება, რომელიც დაარღვევს კანონს, იქნება იგი ოპოზიუციური თუ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, აუცილებლად დაისჯება”.
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტიას შეასრულოს ბეიკერის რეკომენდაციები და თავი შეიკავოს ძალადობისგან.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
სისხლიანი შეტაკება ბოლნისში