
“სამართლიანი არჩევნები” არჩევნების წინ პარტიებს შორის დაპირისპირების წინააღმდეგია
(თბილისი, 27 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” აღშფოთებულია ბოლნისის რაიონში “ნაციონალურ მოძრაობასა” და ადგილობრივ პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების გამო.
“ყოვლად მიუღებელია ძალადობა პოლიტიკურ გაერთიანების წინააღმდეგ, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში. სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად მოითხოვს მოძალადეთა გამოაშკარავებას და დასჯას”, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართლაიანი არჩევნების წარმომადგენლები ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს შეწყვიტონ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და მთელი ძალისხმევა მიმართონ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისკენ.
26 სექტემბერს ბოლნისში ჩასული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პოლიციამ რაიონში არ შეუშვეს, რასაც მათ შორის ხელჩართული შეტაკებები მოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.