
ახალი ამბები
თბილისში დაჭრეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი
(თბილისი, 26 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ლაკერბაია 25 სექტემბერს გვიან ღამით თბილისში დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ლაკერბაია შინ ბრუნდებოდა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა ესროლეს მას და მძიმედ დაჭრეს.
ლაკერბაია საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.