ახალი ამბები

შეტაკება ნაციონალებსა და ბოლნისის პოლიციას შორის

(თბილისი, 26 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლებს ერთის მხრივ, და მეორე მხარეს ბოლნისის რაიონის პოლიციასა და სახელისუფლებო ბლოკის მხარდამჭერებს შორის დღეს ბოლნისის ერთ-ერთ სოფელთან დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარეს არიან დაშავებულები. შეტაკების ადგილზე ისმოდა სროლის ხმა.

ინციდენტი ნაციონალების ბოლნისში ჩასვლას და წინასაარჩევნო კამპანიის გამართვის მცდელობას მოჰყვა. ნაციონალები ასევე აპროტესტებდნენ 25 სექტემბერს თბილისში ნაციონალური მოძრაობის მიერ ბოლნისში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კამალ მურადხანოვის მომხრეების დაკავებას და 380 მოქალაქის პასპორტის ჩამორთმევის ფაქტს.

პასპორტებთან დაკავშირებულ ინციდენტს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, სახელისუფლებო ბლოკის სახელით ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან მამალაძე არჩევნების გაყალებების მცდელობად მიიჩნევს.

Back to top button