
ახალი ამბები
“ბურჯანაძე დემოკრატებმა” საბურთალოზე ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა წარადგინა
(თბილისი, 25 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბურჯანაძე დემოკრატების” ბლოკმა დღეს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბლოკის წევრი ვასილ მაღლაფერიძე დაასახელა.
“არჩევნების შემდეგ ბლოკის გამარჯვების დროშას ვასილ მაღლაფერიძე აღმართავს. იგი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს სხვა კანდიდატებს და შეძლებს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების დაცვას”, – განაცხადა დღეს ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.
ვასილ მაღლაფერიძის წარდგენამდე საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჟვანია მოისაზრებოდა. საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად უკვე წარდგენლია “ერთნიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გივი თარგამაძე.