
ახალი ამბები
ეუთო-ს მისიის მეთაური ვლადიკავკაზში სამაჩაბლოს კონფლიქტის საკითხს განიხილავს
(თბილისი, 23 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი დღეს ვლადიკავკაზში გაემგზავრება, სადაც იგი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან სამაჩაბლოს (“სამხრეთ ოსეთი”) კონფლიქტის საკითხს განიხილავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როი რივის შეხვედრა 24 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ძასოხოვთან.
16 სექტემბერს ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან “სამხრეთ ოსეთის” კონფლიქტის მოგვარების თაობაზე გამართა მოლაპარაკება.