ახალი ამბები

პრეზიდენტი ცსკო-ს მუშაობით კმაყოფილია

(თბილისი, 22 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი წინასაარჩევნო პოცედურების მიმდინარეობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს 2 ნოემბრის არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად.

იგი ასევე დადებითად აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) მუშაობას.
 
“კომისიამ და მისმა თავმჯდომარემ ნანა დევდარიანმა დიდი მოცულობის სამუშაოს ჩატარება შეძლეს, რაც მართლაც დასაფასებელია. არჩევნებამდე ცოტა დროის მიუხედავად ბევრი გაკეთდა და ბევრიც გაკეთდება” – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა რადიოინტერვიუში.

21 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების განცხადებების მიღება, რომლებმაც არჩევნებში მიღების სურვილი აქვთ. სულ ასეთი 15 პარტია და 9 საარჩევნო ბლოკია დაფიქსირებული.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიებისა და ბლოკების რეგისტრაციის პროცესი 26 სექტემბერს უნდა დაასრულოს.

Back to top button