
საქართველომ იალტაში მწვავე დემარში აიცილა, – აცხადებს შევარდნაძე
(თბილისი, 22 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იალტაში დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ გარკევული სირთულეების მიუხედავად, შესაძლეებლი გახდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის – აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ტენდენციების დასახვა.
“მაშინ, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განსახილველი საკითხებიდან აფხაზეთის საკითხი ამოიღო, საქართველო მწვავე დემარშის განხორციელების წინაშე დადგა, თუმცა ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ეს საკითხი განვიხილეთ. აფხაზეთთან დაკავშირებით ვითარება არასასურველად მიმდინარეობს სოჭი-სოხუმის რკინიგზის აღდგენისა და სხვა საკითხების ქართულ მხარესთან შეუთანხმლობის გამო”, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.
შევარდნაძის ინფორმაციით, იალტის სამიტზე მხარეები დათანხმდნენ მის მოსაზრებას 1995-96 წლებში ალმა-ათის მემორანდუმისა და დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტების შეთანხმების ძალაში დატოვების ტაობაზე, რომელებიც აფხაზეთის საკითხის მოგვარებას ეხება, კერძოდ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკა სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობას მხოლოდ ქართულ მხარესთან შეთანხმების შემდეგ შეძლებს.
“ამას დსთ-ს ყველა წევრი ქვეყნის პირველი პირები ეთანხმებიან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტიც”, – თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმით, იალტის სამიტი ასევე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის განვითარების თავალსაზრისითაც, ოთხ ქვეყანას შორის გაფორმდა ჩარჩოხელშეკრულება ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ, რაც თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას ითავლიწინებს. საქართველო ამ საკითხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.