
ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატები” გამოკითხაში ლიდერობს
(თბილისი, 20 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დამოუკიდებელი კომპანია “რუსთავი-2”-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომლის დროსაც 1,300 რესპონდენტი გამოიკითხა საქართველოს ფარგლებში “აი-პი-ემ ჯგუფის” (გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტი) მიერ, “ბურჯანაძე-დემოკრატებმა” სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს.
“აი-პი-ემ”-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსალოდნელია, რომ მხოლოდ ექვსი პოლიტიკური ჯგუფი შეძლებს 7%-იანი ბარიერის გადალახვას, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები დღეს ჩატარდება.
გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
- ბურჯანაძე-დემოკრატები – 16.9%
- ლეიბორისტული პარტია – 14.2%
- აღორძინება – 12.9%
- ნაციონალური მოძრაობა – 8.1%
- სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” – 7.2%
- ახალი მემარჯვენეები – 7.0%
- ერთობა – 5.5%
- მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 3.6%
რესპოდენტების 15.3%-მა ვერ შეძლო კონკრეტული პასუხის გაცემა; 3.4%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ხოლო 4.3%-მა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცა ხმა.
გამოკითხვამ ასევე გამოავლინა ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ნდობის ფაქტორის რეიტინგი. ამ გამოკითხვის შედეგად რესპოდენტების 40% ნინო ბურჯანაძეს ენდობა. მას მოჰყვება ლეიბორიოსტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი – 26.9% და თბილისის საკრებულოს თავჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი – 21.2%.