ახალი ამბები

გამგებლის გატაცების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – არსებული ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონის გამგებელი ელგუჯა კვენეტაძე დღეს დილით გაიტაცეს. თუმცა, მას შემდეგ რაც პოლიცია გამტაცებლებს დაედევნა, მათ მიატოვეს მანქანა და მძევალი და მიიმალნენ.

პოლიციამ ერთ-ერთი სავარაუდო გამტაცებელი დააკავა, დანარჩენი იძებნება.

“როგორც ჩანს, გატაცება გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით მოხდა”, – განუცხადა 18 სექტემბერს ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ.

Back to top button