
ბრიტანული ავიაკომპანია რეისების განახლებას აპირებს
(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე “ბრიტიშ მედიტერანენ ეარვეის”-მა შესაძლოა განაახლოს რეისები თბილისი-ლონდონის მიმართულებით.
“ჩვენ 14 დღის განმავლობაში უფლება გვაქვს შესაბამისი დოკუმენტით მივმართოთ სამოქალაქო ავაიციის დეპარტამენტს, რათა ნება დაგვრთოს რეისების გამხორციელბაზე”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ბრიტანეთის ავიახაზების” საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ შანიძემ.
სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის ინფორმაციით, რეისების განხორციელაბა შესაძლებელი იქნება თუ უცხოური ავაიაკომაპანია ქართულ კომპანიასთან კომერციულ ხელშეკრულებას გააფორმებს.
ქართული ავიაკომპანია “აირზენა” მზად არის მოლაპარაკება დაიწყოს “ბრიტანეთის ავიახაზებსთან” პარალელეური რეისების განხორციელების თაობაზე. კერძოდ ორ რეისს ბრიტანეთის მხარე, ორს კი ქართული მხარე განახორციელბს.
რაც შეეხება “თურქეთის ავაიხაზებს”, ამ კომპანიამ კომერციული ხელშეკრულების საფუძველზე უკვე დაიწყო რეისების განხორციელება სტამბულის მიმართულებით.
ორივე კომპანიას საქართველოს პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილების საფუძველზე აეკრძალა რეგულარული რეისების გახორციელება და ორივე კომპანიას საგადასახადო დეპარტამენტმა 30 მლნ ლარის გადახდა და ადგილობრივ ავაიკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება დააკისრა.