
ახალი ამბები
საქართველოს სანაპირო დაცვა 5 წლის იუბილეს აღნიშნავს
(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ფოთში დღეს სანაპირო დაცვის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებული ცერემონია გაიმართება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, უკრაინის სანაპირო დაცვის სამსახურის პირველი პირებიც დაესწრებიან.
დღესვე ფოში გაიხსნება სანაპირო დაცვის ოპერატიული მართვის ცენტრი, როემლიც ამერიკული მხარის მიერ დაფინანსდა.
“ოპერატიული მართვის ცენტრის გახსნით კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ოპერატიული გახდება სანაპირო დაცვა. ეს ამერიკა-საქართველოს ერთობლივი პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია”, – აცნობეს “სივილ ჯორჯიას” საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.