
ახალი ამბები
ლევან გაჩეჩილაძე ვაკეში იყრის კენჭს
(თბილისი, 17 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან გაჩეჩილაძე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მაჭორიტარ დეპუტატატ ვაკის რაიონში იყრის.
“ეს მეტად საპასუხისმგებლო ნაბიჯია, მაგრამ მზად ვარ, იმ უბანში ვიყარო კენჭი, სადაც დავიბადე და კარგად ვიცნობ ყველაფერს”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
იგი პირველი კანდიდატია, რომელიც ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.