
“სამართლიანი არჩევნები” რეფერენდუმის გადადებას ითხოვს
(თბილისი, 17 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 2 ნოემბერს დანიშნული რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოდის და მისი ჩატარების გადადებას ითხოვს.
“ორი თვე საკამრისი არ არის მოქალაქეთა ინფორმირებისა და სარეფერენდუმო კითხვაზე ფართო საჯარო დისკუსიის წარმართვისათვის, რათა მოქალაქეებმა გაცნობიერებული არჩევენი გააკეთონ. მოსახლეობა საკმარისად ინფორმირებული არ არის უფრო მნიშვნელოვანი პროცესის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. აქედან გამომდინარე რეფერენდუმის და არჩევნების ერთ დღეს ჩატარება არამართებულია”, – ნათქვამია სამართლიანი არჩევენბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლების მოსაზრებით, უმჯობესია, რეფერენდუმი ცალკე ჩატარდეს, მით უმეტეს, რომ რეფერენდუმის შედეგები პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის შემცირების თაობაზე 2007 წელს არჩეულ პარლამენტზე იმოქმედებს.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, რეფერენდუმი 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად დაინიშნა, სადაც მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს მოამხრეა თუ არა პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების.