
“სამართლიანი არჩევნების” ახალი ინიციატივა
(თბილისი, 17 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადებამ დღეს “სამართლიანი არჩევნების” საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია სასტუმრო “მარიოტში” მოაწყო, რომელსაც პოლიტიკურ სექტრთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
“სამართლაინაი არჩვენების” წარმომადგენელები ახალი ინიციატივით გამოდიან და 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების დროს მოხალისეთა სადამკვირვებლო კამპანიას იწყებენ.
“სადამკვირვებლო კამპანიის მიზანია “”სამართლიანი არჩევნები” სამართლიანი არჩვენებისთვის”. ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ გამოიჩინონ აქტიურობა და თავად დააკვირდნენ არჩვენების მიმდინარეობას და დაიცვან საკუთარი ხმა. ამისათვის ნებისმიერი მოქალაქე უნდა დაგვიკავშირდეს ჩვენ და რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოხდება მათი გადანაწილება საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლის სტატუსით”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ზურაბ ჭიაბერიშვილმა.
მისი თქმით, სულ, სადამკვირვებლო კაპმანიაში 3000 მოხალისე მიიღებს მოანწილეობას. ამ დროისათვის მოხალისედ წასვლის სურვილი 1500-მა მოქალაქემ გამოთქვა, როემლთაც შესაბამისი ტრეინინგები უტარდებათ.
მოხალისეების ერთი ჯგუფი სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებთან ერთად ასევე მონაწილეობას მიიღებს ხმების პარალელურად დათვლის პროცესში. ზურაბ ჭიანერაშვილის განცხადებით, 2 ნოემბრის არჩვენები გამორჩეული იქნება გასულ წლების არჩვენებისგან იმითაც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანი ძალებით გააკონტროლობენ არჩვენების მიმდინარეობას და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ ყველა დარღვევაზე.