ახალი ამბები

რუსთავის ციხიდან გაქცეული შვიდი პატიმარი აზერბაიჯანში დააკავეს

(თბილისი, 17 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აზერბაიჯანის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა 16 სექტემბერს რუსთავის #2 მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეული შვიდი პატიმარი დააკავეს.

სულ, 70 პატიმარი იქნა დაკავებული. 10 სექტემბერს რუსთავის კოლონიიდან 129 პატიმარი გაიქცა. გაქცევის დროს ერთი ბადრაგი იქნა მოკლული, ერთიც დაიჭრა.

მასობრივი გაქცევის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა, თუმცა, პრეზიდენტ შევარდნაძეს ჯერ არ დაუკმაყოფილებია ეს თხოვნა.

Back to top button