ახალი ამბები

შემოწმებამ გრანტების არამიზნობრივი გამოყენება გამოავლინა

(თბილისი, 17 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – კონტროლის პალატამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2000-2002 წლებში უცხოური გრანტების მიზნობრივი ხარჯვა შეამოწმა.

კონტროლის პალატის თავჯდომარის სულხან მოლაშვილის განცხადებით, შემოწმებამ სერიოზული დარღვევები გამოავლინა, თუმცა დეტალების დაზუზტებისგან მან თავი შეიკავა. მისი თქმით, შემოწმების შედეგი საიდუმლოა.

16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ აღნიშნა, რომ “მას ეჭვიც არ ეპარება შემოწმების შედეგების ობიექტურობაში”.

თავდაცვის სამინისტრომ “გრანტების არამიზნობრივად გამოყენების მიზეზად სამინისტროში არსებული აღრიცხვიანობის სუსტი სისტემა დაასახელა”.

Back to top button